ისრაელის პრეზიდენტი მთავრობას მოუწოდებს, საკანონმდებლო ცვლილებები შეაჩეროს

ისრაელი საპროტესტო აქციებში გაეხვა. სამართალდამცველებს პროტესტანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება მოუწიათ. ისრაელის პრეზიდენტი კი მთავრობას მიმართავს და საკანონმდებლო პროცესების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

„უსაფრთხოება, ეკონომიკა, ყველაფერს საფრთხე ემუქრება. იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გაკისრიათ, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დრო”, – აცხადებს პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ შორის არიან სტუდენტებიც. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც  პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნულის მიზეზი კი  მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გახდა, რომლის წინააღმდეგაც მინისტრი გამოდიოდა.

 

მსგავსი თემები