ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში, ევროკავშირი მას დაასანქცირებს

​ბელარუსს ევროკავშირის მხრიდან სანქციები ემუქრება, რუსეთს კი სანქციები გაუმკაცრდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება სისრულეში მოვა და ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განთავსდება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, აღნიშნული ქმედება დამატებით სანქციებს დაექვემდებარება.

„რუსული ბირთვული იარაღისთვის ბელარუსის მასპინძლობა ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს აღნიშნული ქმედება. ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი კი მზადაა, მას შემდგომი სანქციებით უპასუხოს “ , – აცხადებს  ბორელი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდება.

 

მსგავსი თემები