მომჩივან ბაგრატიონებს, სასამართლომ სარჩელზე უარი უთხრა

სამეფო კარის დავა, ამ ეტაპისთვის, დასრულებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ, მომჩივან ბაგრატიონ-გრუზინსკებს სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა და უკან დაუბრუნა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოლეგიის თავმჯდომარე მაია გიგაურმა გამოაცხადა.

მომჩივანმა მხარემ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. მოპასუხე მხარის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ კი „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა რომ სასამართლომ მათი შეადმგომლობა გაიზიარა.

„სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის შეამდგოამლობა და შეწყვიტა საქმის წარმოება დავის საგნისა და იურიდიული ინტერესების არარსებობის გამო“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

აღნიშნულ საკითხზე ლევან ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ ხვალ განცხადებას გააკეთებს.

მსგავსი თემები