იერუსალიმში აქციის მონაწილეების ცრემლსადენი გაზით დაშალეს

იერუსალიმში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მასობრივ აქციაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. მათ დასაშლელად კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სამოქალაქო პირებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაშავაბულებისა და დაკავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ ვრცელდება.

პროტესტი კი ისრაელის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებამ გამოიწვია.

აქციას სტუდენტებიც უერთდებიან. უნივერსიტეტები სასამართლო რეფორმის გამო 27 მარტიდან გაფიცვას აცხადებენ.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტ  ნეთანიაჰუს სახლის მიმდებარედაც შეიკრიბნენ, რომლებიც წყლის ჭავლით დაშალეს.

.

 

მსგავსი თემები