„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოებას“ – რუსული მხარე

კრემლი ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თემით ისევ გააქტიურდა. როგორც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ერთ-ერთი აქტიური სახე მარია ზახაროვა აცხადებს, რუსეთის ინტერესია აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ იყოს მშვიდობა და განვითარება.

„მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვა გარედან შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით. ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია“ – აცხადებს ზახაროვა.

მსგავსი თემები