,,ზელენსკის აქვს ძალიან დიდი სურვილი, ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში“- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის  ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს.

„მინდა მივუსამძიმრო არა მარტო ოჯახს, იმიტომ, რომ ბუბა დიდი ხანია უკვე ოჯახს გასცდა და სხვათა შორის საქართველოსაც. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. მე პირადად ვეკუთვნი იმ უმცირესობას, ვისაც გვახსოვს მისი სცენაზე პირველად გამოჩენა. ახლო მეგობარი იყო, ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე.

უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ჩემი შვილი და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში“,-განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები