ავიაკატასტროფა ნეპალში – დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა.

პოლიციის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე მგზავრი გადარჩენილიყო

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩენილები იქნებიან”, – განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა.

შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს მოხდა. თვითმფრინავი კატმანდუდან პოხარაში მიფრინავდა, ის დაშვებისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

 

მსგავსი თემები