თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი ცნობილია. დაკავებულ პოლიციელს სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
იოსებ გაბრიაძის მიერ 20 აპრილს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასროლილმა ტყვიამ თამუნა ანთელავა საკუთარ სახლში იმსხვერპლა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა, იოსებ გაბრიაძემ საკუთარი სახლის აივნიდან დასახლებული კორპუსის მიმართულებით იარაღიდან გაისროლა.