„ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დამოკიდებულებას”- ვოლსკი სააკაშვილის შეწყალებაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას არ შეიწყალებს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის ეს რეალობა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს.

„ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ადამიანისადმი, რომელმაც ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც ისტორიის განმავლობაში გაჰყვება მას, როგორც ძალიან მძიმე ცოდვა. ამასთანავე, ადამიანები, რომლებიც ამ სისასტიკის გამო იყვნენ სერიოზულად დაჩაგრულები, დაკარგეს ახლობლები, ჯანმრთელობა და ქონება, ვერასდროს აპატიებენ თავის არჩეულ პრეზიდენტს, გადადგას ასეთი ნაბიჯი. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს თავად კარგად ესმის ეს რეალობა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები