,,დონბასში არსებული მდგომარეობა რთული და მწვავეა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში არსებული მდგომარეობა რთული და მწვავეა.

ზელენსკი მადლობას უხდის უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ცდილობენ განდევნონ ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიიდან.

„ბახმუტი, კრემინა და დონბასის სხვა ტერიტორიები. მდგომარეობა იქ მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს – და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია – იმისათვის, რომ ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ“, – აღნიშნავს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები