უკრაინის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერმა ზელენსკის “ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ” მოუწოდა.
სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სწორედ „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა საკუთარი ხედვის შესახებ, რა პირობებში შეიძლება, დასრულდეს ომი და ახლა ამ გეგმის რეალიზებაში ინდოეთის დახმარების იმედი აქვს.