პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო დანახარჯი 1 სექტემბრის მდგომარეობით

პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად 830 838 ლარი დახარჯეს. აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

„ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯი 344 618 ლარია, „ევროპული საქართველოს“ – 198 631 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 73 457 ლარი, „თავისუფალი საქართველოსთვის“ – 48 226 ლარი, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის – 29 742 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ – 26 516 ლარი, მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისათვის“ – 21 046 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ – 19 241 ლარი.

ჩამონათვალში ყველა პოლიტიკური სუბიექტი შედის, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს. რაც შეეხება თანხის დანიშნულებას, ეს არის რეკლამა, მივლინება და ხელფასი. მთლიანობაში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა, ამ დრომდე შემოსავლის სახით სულ 1 159 205.00 მიიღეს.

მსგავსი თემები