ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარაში, მცხოვრები 19 წლის ნიკა ოსაძე პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ოსაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს, პოლიციელები მას ფიზიკურად 2 საათის განმავლობაში უსწორდებოდნენ და ბრალის დამძიმების მიზნით, იარაღის და ხელყუმბარის ჩადებაც სცადეს. ოსაძის ოჯახი, აგარის პოლიციის უფროსის სოსო გელაშვილის დასჯას ითხოვს.