,,ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის ძალებმა, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ოპერატიულად მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიონ”- ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებზე კონტროლი გააფართოოს.

უწყების ცნობით, რუსეთი სავარაუდოდ, კვლავ მიზნად ისახავს კონტროლის გაფართოებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რუსი სამხედრო დამგეგმავები კი, სავარაუდოდ, პრიორიტეტულად დონეცკის სიღრმეში წინსვლას მიიჩნევენ.

„რუსი სამხედროები, დიდი ალბათობით, ამჟამად ვერ შეძლებენ ეფექტური დამრტყმელი ძალის შექმნას, რომელსაც შეუძლია ამ ტერიტორიების აღება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებმა, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ოპერატიულად მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიონ“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

მსგავსი თემები