პრეზიდენტი ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეში იმყოფებოდა, სადაც სამხედროები მოინახულა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი მებრძოლების პოზიციები დაათვალიერა და არსებულ ვითარებას გაეცნო.

პრეზიდენტმა სამშობლოს დამცველებს მადლობა გადაუხადა თავდადებისთვისა და შემართებისთვის.

ზაპოროჟიეს ოპერატიული ჯგუფის სამეთაურო პუნქტში ვიმყოფებოდი. უსაფრთხოების სამსახურის, გვარდიის, პოლიციის,  სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ორდენები და მედლები გადავეცი. მადლობა სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობისა და  სიცოცხლის დაცვისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიე რუსეთს ნაწილობრივ აქვს ოკუპირებული.

 

მსგავსი თემები