“სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია!” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას სანქციების შესახებ აფრთხილებს. მისი თქმით, ღიმილისმომგვრელია, ფაქტი, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მმართველ გუნდს სანქციებზე ესაუბრება.

“ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა, დღემდე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი, ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს.

ესენი საუბრობენ სანქციებზე?! – ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს! როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ჩვენ ამ ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად, ზედმიწევნით ვმოქმედებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები