,,როდესაც ჩვენ გვარტყამენ, საპასუხო დარტყმას ვაყენებთ“- ვლადიმერ პუტინი

,,როდესაც ჩვენ გვარტყამენ, საპასუხო დარტყმას ვაყენებთ“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განცხადა.

მისი თქით, თუ რუსეთი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს ნიშნავს, რომ ვერც საპასუხოდ გამოიყენებს, რადგან ბირთვული დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებლობა, განახორციელონ საპასუხო დარტყმა, მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

„ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავიცავთ. ჭკუიდან არ შევშლილვართ. ვაცნობიერებთ, რა არის ბირთვული იარაღი. ჩვენ გვაქვს ეს საშუალებები და უფრო მოწინავე სახით, ვიდრე რომელიმე სხვა ბირთვულ ქვეყანას. არ ვაპირებთ, სამართებელივით ვიქნიოთ ეს იარაღი მთელ მსოფლიოში. თუმცა გამოვდივართ იქიდან, რომ ის გვაქვს. ეს არა მაპროვოცირებელი, არამედ შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები