რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გათავისუფლდა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს.

„ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება მილიონობით ადამიანის ბედი. მილიონობით, რომლებიც შეიძლება გადარჩნენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება რუსულ ოკუპაციაში დავტოვოთ არც ერთი ჩვენი ადამიანი. არც რუსულ ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც უკვე დაიკარგა ათასობით ადამიანი და არც რუსეთის ტერიტორიებზე, სადაც ასობით ათასი უკრაინელის იძულებითი დეპორტაცია განახორციელეს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები