აშშ ბალტიის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

აშშ ბალტიის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

კერძოდ, ლიეტუვაში აშშ-ის ელჩმა რობერტ გილკრისტმა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრ, არვიდას ანუშაუსკასს შეატყობინა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ამერიკული ძალების სტატუსი მუდმივ როტაციულ განლაგებაზე შეიცვლებოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაზრდიან როტაციული შეიარაღებული ძალების მუდმივ წარმომადგენლობას, რათა ბალტიელი მოკავშირეების წინაშე გააძლიეროს საკუთარი ვალდებულება. ლიეტუვაში მექანიზებული ბატალიონისა და საველე არტილერიის ბატარეის ყოფნა ეპიზოდურიდან მუდმივ როტაციულ განლაგებაზე შეიცვლება”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, 2019 წლიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბატალიონი ლიეტუვაში შვეჩიონისის რაიონის პაბრადეს პოლიგონზე დისლოცირდება ხანგრძლივი და მოკლე პაუზებით როტაციებს შორის.

მსგავსი თემები