„ენერგო – პრო ჯორჯია” – ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

,,ენერგო – პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

,,ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, გუდრუხი, თვალივი, ხარტიშო, ხილიანა, მაღაროსკარი, ლაუშა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი თემები