,,რუსეთისთვის სხვისი უსაფრთხოების რაიმე ელემენტის დათმობა ახალ ომს ნიშნავს”- ზელენსკი

,,როდესაც ერთი ტერორისტი ყველას ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთისთვის სხვისი უსაფრთხოების რაიმე ელემენტის დათმობა ახალ ომს ნიშნავს.

„დღევანდელი სარაკეტო შეტევით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის იუბილე აღნიშნა. ამ დოკუმენტის ბედი პასუხობს ბევრ აქტუალურ კითხვას რუსეთის შესახებ. ამ ტერორისტებთან მხოლოდ რაღაცის ხელმოწერა მშვიდობას არ მოიტანს. ისინი აუცილებლად დაარღვევენ მათთან მიღწეულ შეთანხმებას. რუსეთისთვის სხვისი უსაფრთხოების რაიმე ელემენტის დათმობა ახალ ომს ნიშნავს. მშვიდობას მხოლოდ რუსული ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი, ჩვენი ყველა ტერიტორიის გათავისუფლება და მკვლელების პასუხისგებაში მიცემა მოუტანს. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყოველი ჩამოგდებული რუსული რაკეტა არის კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ტერორის დამარცხება შესაძლებელია.

მსგავსი თემები