,,33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ომს, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ექვსი ქართველი მებრძოლის დაღუპვას ეხმიანება და  მწუხარებას გამოთქვამს.

„ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები