,,დაიწყო არაჯანსაღი, შიდა კონფლიქტური სიტუაცია, 10 წელია ”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს აგებს”- მამუკა გაჩეჩილაძე „მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, კონფლიქტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, მამუკა გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობში” არაჯანსაღი, შიდა კონფლიქტური სიტუაციები დაიწყო.

ამის შესახებ მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე  ისაუბრა.

,,ნაციონალური მოძრაობში” დაიწყო არაჯანსაღი, შიდა კონფლიქტური სიტუაციები. ათი წელია ორგანიზაცია თითქმის ყველა არჩევნებს აგებს, არ ხდება ამის ანალიზი და დაგეგმვა იმის, თუ რა გამოსწორდეს. ვინც იგებს არჩევნებს ერთ-ორ სოფელში ისიც კი უპირისპირდება დღევანდელ მენეჯმენტს. ამიტომ არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს,”- განაცხადა მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ უნდა აიღოს.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი მამუკა გაჩეჩილაძე “მედიაცენტრ მთავარში”

,,შენი მომხრეების ”დაბოლება” ლამაზი არ არის – პასუხისმგებლობა ნიკა მელიამ უნდა აიღოს” – მამუკა გაჩეჩილაძე „მედიაცენტრ მთავარში”

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს – მამუკა გაჩეჩილაძემ განცხადება ”მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა

 

 

მსგავსი თემები