რუსეთი ინდოეთს დახმარებას სთხოვს

„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთი ინდოეთს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას სთხოვს.

სააგენტოს ცნობით, სანქციების გამო რუსეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭირო სათადარიგო ნაწილების დეფიციტია.

მათივე ინფორმაციით, მოსკოვმა უკვე გადაუგზავნა ინდოეთს იმ ნაწილების ნუსხა, რომელიც მას ესაჭიროება. საუბარია, დაახლოებით 500 სხვადასხვა ნაწილზე.

მსგავსი თემები