,,შენი მომხრეების ”დაბოლება” ლამაზი არ არის – პასუხისმგებლობა ნიკა მელიამ უნდა აიღოს” – მამუკა გაჩეჩილაძე „მედიაცენტრ მთავარში”

  ,,ნიკა მელიას ძალიან სასათბურე პირობები შევუქმენით, როდესაც მასში დავინახეთ დიდი პერსპექტივა და პოტენციალი. ის იყო კარგი შერწყმა ზუგდიდელობის, თბილისელობის, ინტელიგენციის, მაგრამ ეს კაცი გადაიღალა აშკარად,”- ამის შესახებ საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, კონფლიქტოლოგმა, მეცნიერებათა დოქტორმა, მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, პატიმრობის შემდეგ ნიკა მელიას ქცევა, სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან დაცილებულია. ,,ძირითადი პრობლემა არის ის, რომ იგეგმება რაღაც აქცია და მერე არაფერი ხდება. ამას ჰქვია ”ბოლი” და  ”დაბოლება” შენი მომხრეების, რომლებიც ათი წელი შიმშილში, სიცივეში, ქარში გვერდით გედგა, უბრალოდ ლამაზი არ არის. ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმან, … ვრცლად ,,შენი მომხრეების ”დაბოლება” ლამაზი არ არის – პასუხისმგებლობა ნიკა მელიამ უნდა აიღოს” – მამუკა გაჩეჩილაძე „მედიაცენტრ მთავარში”