”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს – მამუკა გაჩეჩილაძემ განცხადება ”მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა

  ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მამუკა გაჩეჩილაძე იბრძოლებს. ამის შესახებ საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, კონფლიქტოლოგმა, მეცნიერებათა დოქტორმა, მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში”გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მამუკა გაჩეჩილაძის თქმით, მას პარტიაში პოლიტიკური საბჭოს შვიდი წევრის თანხმობა აქვს. ,,მაქვს არა ხუთი, არამედ პოლიტიკური საბჭოს შვიდი წევრის თანხმობა. ეს არ არის ჩემთვის საკმარისი. გავივლი კონსულტაციებს კანდიდატებთანაც. საინტერესო იქნება ჩვენი თაობის თანამონაწილეობა ამ პროცესებსში. ჩემი თაობა იყო, იმ ოცი წლის წინანდელი პროცესების შექმნას, რომელიც საფუძვლად დაედო „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლას,”- განაცხადა ამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში”. … ვრცლად ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს – მამუკა გაჩეჩილაძემ განცხადება ”მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა