,,უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”- რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის გაცხადებით, პირობას დებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს. მისი თქმით,  დახმარების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს კიდეც.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ შევუნარჩუნებთ ან გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას მომავალ წელს და უზრუნველვყოფთ ახალ მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.

მისივე განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო კონკურენტებს „არა დიდი რიტორიკით, არამედ ძლიერი პრაგმატიზმით“ დაუპირსიპირდება.

მსგავსი თემები