,,არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყანას ჯერ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, ვინ ისროლა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა.

„ამჟამად, არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მსგავსი თემები