„იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო”- ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს. მისი თქმით, აპირებს ”დაამარცხოს რადიკალი მემარცხენე დემოკრატები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანა შიგნიდან დაანგრიონ”.

„იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო, ვაცხადებ საკუთარ კანდიდატურას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე. ასე რომ, დღეიდან 2024 წლის არჩევნების დღემდე, ვიბრძოლებ ისე, როგორც არ უბრძოლია არავის. ჩვენ დავამარცხებთ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს, რომლებიც ცდილობენ, შიგნიდან დაანგრიონ ქვეყანა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

მსგავსი თემები