,,პუტინი დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო სამიზნეებზე, ეს ბარბაროსობაა“- ჯო ბაიდენი

ბალიზე ორმხრივი შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები დაგმეს.

„მაშინ, როდესაც აქ, ბალიზე შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები ისწრაფვიან პროგრესისკენ გლობალური მშვიდობის მიმართულებით, პუტინი დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო სამიზნეებზე – ბავშვებზე და ქალებს. ეს უბრალოდ ბარბაროსობაა“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბრიტანეთისა და აშშ-ის ლიდერები ერთმანეთს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

 

მსგავსი თემები