,,ვითხოვდით ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის”- ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნას ეხმიანება. მისი თქმით, უკრაინა ფარია ევროკავშირისთვის და ერთად უნდა დაიცვან თავი ტერორისტი სახელმწიფოსგან.

„ჩვენ ვითხოვდით ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის, არც იმ საფრთხის გამო, რომელსაც ისინი ატარებს ევროკავშირისა და ნატო-ს მისამართით. ხელთათამანი ნასროლია. გამარჯვების დროა“, – წერს „ტვიტერზე“ ოლექსეი რეზნიკოვი.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მსგავსი თემები