,,უბრალოდ არავინ არსად მიდის, მტერი საჩუქრებს არ გვიკეთებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მტერი საჩუქრებს არ გვიკეთებს, არც „კეთილი ნების ჟესტებს“. და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი მტერთან შეწინააღმდეგებაა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის ლიდერი ხერსონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ, რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინა სიფრთხილეს გამოიჩენს.

„დღეს საინფორმაციო სივრცეში ბევრი სიხარულია და გასაგებია, რატომაც. მაგრამ ჩვენი ემოციები უნდა იყოს მოზომილი – ყოველთვის ომის დროს. ნამდვილად არ გამოვკვებავ მტერს ჩვენი ოპერაციების ყველა დეტალით არც სამხრეთში, არც აღმოსავლეთში და არც სხვაგან. როცა ჩვენ შედეგი გვექნება, ამას ყველა დაინახავს. აუცილებლად. შესაძლოა, ეს არ ჟღერს ისე, როგორც ახლა ამას მოელიან. შესაძლოა, ისე არა, როგორც ეს ახალ ამბებშია. მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ: უბრალოდ არავინ არსად მიდის, თუ არ გრძნობს ძალას. მტერი საჩუქრებს არ გვიკეთებს, არც „კეთილი ნების ჟესტებს“. და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი მტერთან შეწინააღმდეგებაა. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვმოძრაობთ, ზედმეტი რისკების გარეშე. სწორედ ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკის, დონეცკისა და სხვა ქალაქების გათავისუფლებას“, -განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები