„მტერმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელა 11 სარაკეტო და 22 საჰაერო იერიში”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

„მტერმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელა 11 სარაკეტო და 22 საჰაერო იერიში, ასევე 35-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, სუმის და ხერსონის ოლქების 30-ზე მეტი დასახლება”, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 12 დასახლებულ პუნქტში.

„მტერი ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და კონცენტრირებულია გარკვეული მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე. ატარებს შეტევითი ოპერაციებს ბახმუტისა და აავდიივკს მიმართულებებით“, – აცხადებენ გენშტაბში.

 

მსგავსი თემები