მიწისძვრა თურქეთში – დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი

თურქეთში  მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა სულ მცირე 20 სახლი.

მიწისძვრის ეპიცენტრი იზმირის პროვინციაში იყო და სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი თემები