ახლადშეძენილი ”ტვიტერიდან” ილონ მასკი თანამშრომლებს ათავისუფლებს

Twitter-ის ახალი მფლობელი, ილონ მასკი კომპანიის თანამშრომლების მასობრივად ათავისუფლებს. დასაქმებულებმა დღეს ელექტრონული ფოსტით უნდა მიიღონ წერილი შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას კომპანიაში.

,,იმისთვის, რომ Twitter ჯანსაღ გზაზე დავაყენოთ, პარასკევს გავივლით ჩვენი გლობალური სამუშაო ძალის შემცირების რთულ პროცესს”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

Twitter- ის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ არ გაამჟღავნონ “კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია” სოციალურ მედიაში ან პრესაში.

მსგავსი თემები