„რუსეთის ენერგოტერორის გაძლება – ჩვენი ეროვნული ამოცანაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, გააკონტროლონ, რომ ელექტროენერგია არამიზნობრივად არ დაიხარჯოს.

„რუსეთის ენერგოტერორის გაძლება – ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა. თავად ფაქტი, რომ რუსეთმა მიმართა ტერორს ენერგეტიკის წინააღმდეგ, მიუთითებს მტრის სისუსტეზე. მათ არ შეუძლიათ უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ხალხის გატეხას – ამცირებენ უკრაინელებს, ურტყამენ ჩვენი ხალხის სულისკვეთებას, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მჯერა, რომ ეს რუსეთს არ გამოუვა. ახლა მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთად მოქმედების უნარი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მოუწოდა ენერგოკომპანიებს, დააწესონ სამართლიანი გრაფიკი, რათა ელექტროენერგია ყველამ თანაბრად მიიღოს.

მსგავსი თემები