უკრაინა რუსეთისთვის ისევ ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას ითხოვს

უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებით, დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწოფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს.

როგორც მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი განმარტავს, რუსეთი იმსახურებს ამ სტატუსის მატარებელი იყოს.

„რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო უპილოტო თავდასხმებს. მათ არ რცხვენიათ, რომ იყვნენ დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო. დროა, მსოფლიომ მიანიჭოს მათ შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი და შესაბამისად მოეპყროს რუსეთს, როგორც გააკეთა ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ”,  – აცხადებს თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი.

 

მსგავსი თემები