რუსეთმა მობილიზაციასთან დაკავშირებით ყველა აქტივობა შეწყვიტა

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შესრულებული გეგმიდან გამომდინარე, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ყველა ღონისძიება შეწყვეტილია.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამხედრო კომისარიატების მუშაობა მომავალში  მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოხალისეებისა და კონტრაქტორი მებრძოლების მიღების კუთხით გაგრძელდება.

როგორც მინისტრი  სერგეი შოიგუ განმარტავს, 300 000 ახალგაზრდა გაიწვიეს, აქედან 218 ათასი მომზადებას გადის, 82 ათასი ადამიანი კი უკრაინაში გაგზავნეს.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გამო, რუსეთი ათი ათასობით ადამიანმა დატოვა.

 

მსგავსი თემები