„თუ გარანტიაზეა საუბარი, უმჯობესია, სახელმწიფო იყოს ამის წარმმართველი“ – გია ჟორჟოლიანი ანაკლიის პორტზე

„ვისურვებდი, მათ შორის ხელისუფლებისგანაც, რომ უფრო მკაფიოდ იყოს საუბარი იმაზე, რა უსაფრთხოების გარანტიებზეა საუბარია. თუ უსაფრთხოებისთვის არის პროექტი, მაშინ ნუ ვიტყვით, რომ ვახორციელებთ ეკონომიკურ პროექტს“ – განაცხადა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა „მედაცენტრ მთავარში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ გარანტიაზეა საუბარი, უმჯობესია, სახელმწიფო იყოს ამის წარმმართველი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წელია, ვერ ხერხდება იმ ინვესტიციების მოძიება, რომელიც საჭიროა ამ პორტის ამოქმედებისთვის. როგორც განაცხადეს სავარაუდო ინვესტორებმა, რომლებიც ამ პროექტში არიან, მაგრამ გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვენ, მათთვის ტვირთების გადაზიდვის გარანტიებია შესაქმნელი და ასეთ გარანტიებს სთხოვენ სახელმწიფოს. ამ დროს, პროექტს ახორციელებს კერძო კომპანია, კერძო სუბიექტები. სახელმწფოს და ჩვენი ყველას ფული უნდა გახდეს ამ კერძო კომპანიის წარმატებისათვის გარანტი? ეს, ცხადია, რომ რაციონალური და ლოგიკური არ არის. თუ გარანტიაზეა საუბარი, უმჯობესია, სახელმწიფო იყოს ამის წარმმართველი“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლებამ უფრო მეტი განმარტებები უნდა გააკეთოს: „თუ, ყველა შემთხვვაში, ეს პროექტი ეფექტურია, ყველამ ვნახოთ სარგებელი და არა რომელიღაც კერძო კომპანიამ. ვისურვებდი, მათ შორის ხელისუფლებისაგან, რომ უფრო მკაფიოდ იყოს საუბარი იმაზე, რა უსაფრთხოების გარანტიებზეა ლაპარაკი. თუ უსაფრთხოებისთვის არის პროექტი, მაშინ ნუ ვიტყვით, რომ ვაშენებთ ეკონომიკურ პროექტს. ვხედავთ, რომ რამდენიმე წელია ვერ ხერხდება იმ ინვესტიციების მოძიება, რომელიც ამ პორტის ამოქმედებისთვის არის საჭირო“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მსგავსი თემები