,,პუტინის გამოსვლა მიუთითებს მის მიზანზე, გაანადგუროს უკრაინა, წაშალოს უკრაინელი ხალხის ცნება”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფას ისე, რომ ფუნდამენტურად შეუთავსებელი ხდება სერიოზულ მოლაპარაკებებთან.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინის გუშინდელი გამოსვლა და  იმ ნარატივის ხშირი გამეორება, რომ უკრაინელები და რუსები “ერთი ხალხი” არიან, რომლებიც გამოყოფილია ერთმანეთისგან სხვადასხვა სახელმწიფოებად თვითნებური ისტორიული გარემოებების გამო, მიუთითებს მის მუდმივ მიზნებზე, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და წაშალოს უკრაინელი ხალხის ცნება.

ინსტიტუტი წერს, რომ პუტინის ეს განცხადებები, სხვა ბევრ ქმედებასთან ერთად, სერიოზულად უნდა აისახოს საკითხზე – არის თუ არა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გენოციდი.

 

მსგავსი თემები