სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა

სექტემბერში, ყველაზე მეტი – 173 942.2 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

ჯამში, სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 387 177.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით გაზრდილია – აგვისტოში ეს მონაცემი 334 266.1 აშშ დოლარი იყო.

უფრო კონკრეულად, სექტემბერში ჩარიცხული ფულადი გზავნილების გადანაწილება ძირითადი ქვეყნების მიხედვით ასეთია: იტალია – 36 288.7 აშშ დოლარი; ამერიკის შეერთებული შტატები – 28 679.2 აშშ დოლარი; საბერძნეთი – 18 451.9 აშშ დოლარი; ყირგიზეთი – 18 120.6 აშშ დოლარი; ისრაელი – 16 437.4 აშშ დოლარი; გერმანია – 15 921.5 აშშ დოლარი; ყაზახეთი – 10 126.5 აშშ დოლარი; თურქეთი – 9817.5 აშშ დოლარი.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა  „საქსტატიდან“ გამოითხოვა.

მსგავსი თემები