,,ვაშაძე და ჯაფარიძე ახლა უკვე ქვეყნის გარეთ დადიან და სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიას ეწევია”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ახლა უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ დადიან და ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას, კამპანიას ეწევიან.

მისივე თქმით, სამარცხვინო საქციელი და  ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ საბოტაჟია.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ბრალს სდებენ, თითქოს ჩვენ ევროპისაკენ არ მივისწრაფვით. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტები არიან და მათ ქვეყნის შიგნით არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვთ. მათ საზოგადოებასთან მისვლისა და მათგან მხარდაჭერის მიღების რესურსი არ აქვთ. ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციასა და კამპანიას ეწევიან, რაც სამარცხვინო საქციელი, ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ საბოტაჟია. როცა არჩევნები შედგება, საზოგადოება მათ მორიგ საკადრის პასუხს გასცემს. ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები