,,ეს არის უკიდურესი გულუბრყვილობა”- გიგა ბოკერია ,,ლელოს” ინიციატივაზე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ,,ლელოს“ ინიციატივას, შარლ მიშელის შეთანხმებაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, არასერიოზულად აფასებს. მისი თქმით, „ლელოს“ აქვთ ილუზია, რომ შესაძლებელია ქვეყნის ტრანსფორმაცია.

„უკიდურეს შემთხვევაში, ეს არის უკიდურესი გულუბრყვილობა. ამ დოკუმენტიდან პრაქტიკულად არაფერი დარჩენილი არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ საპარლამენტო ოპოზიციას და „ლელოს“ აქვთ ილუზია, ივანიშვილის პირობებში შესაძლებელია ქვეყნის ტრანსფორმაცია. ამისკენ მოუწოდებენ, თუ ხელს რომ მოაწერენ, შემდეგ ვერ გადააგდებენ ყველას, როცა საჭირო იქნება. სრული არასერიოზულობაა ეს მოწოდება. ამის ნაცვლად, ჩვენ ყველა მოქალაქეს ავუხსნათ, მათამდე მივიტანოთ სიმართლე, რომ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წრეში, ქვეყანას არ აქვს შანსი თავისუფლების დაცვის, უსაფრთხოების მიღების. ეს არის, რასაც უნდა მივაღწიოთ და არა მოვატყუოთ თავი და საზოგადოება“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

,,პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე”- ლელო

მსგავსი თემები