,,კიევი, „ბინძური ბომბის“ გამოყენებით, პროვოკაციისთვის ემზადება”- მარია ზახაროვა

„ის, რაც ახლა უნდა გააკეთონ შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა არის, რომ გადადონ ყველა საქმე, დასხდნენ და განიხილონ რუსული მხარის მიერ სატელეფონო ზარების დროს გაჟღერებული, გადაცემული მასალები და გააანალიზონ ინფორმაცია საჯაროდ“- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ,,მოსკოვი მზადაა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დეტალური განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ კიევი, „ბინძური ბომბის“ გამოყენებით, პროვოკაციისთვის ემზადება”.

„კითხვას სრულად უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ვითარებაზე. მან მიუთითა უცხოელი ექსპერტების გარკვეულ ინტერესზე და თქვა, რომ მზად ვართ შესაბამისი კონტაქტის დამყარებისთვის. გვინდა ნათლად განვაცხადოთ, რომ მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას და გავცემთ საჭირო პასუხებს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი თემები