,,ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან”- ნედ პრაისი

,,ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ინფორმირებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირების შესახებ.

„ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს. მე მათ დავუთმობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც მათ შესაძლოა, დააწესეს. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მოგისმენიათ, რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს; ვფიქრობ, მე ეს თქვენთვის აქამდეც მითქვამს – ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან მაშინ, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მის უფრო ფართო ევროპულ მისწრაფებებზე“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები