„უზრდელი, ბოდიალა, დემაგოგი, მიიღებ ალიყურს“ – კაკულია-კობერიძის მორიგი დატაკება პარლამენტში

პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატებს შორის მორიგი სანახაობა გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ და ერთმანეთის მისამართით ძალა და სიტყვები მოსინჯეს.

დაპირისპირება დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის განიხილებოდა.

რომან კაკულია:  დარწმუნებული ხარ, სიღრმისეულად იცი რასთან გვაქვს საქმე?

ლევან კობერიძე: შენ დარწმუნებული ხარ, რომ იცი? გონი არ ხარ დარწმუნებული…

რ.კ. მე შენზე მგონია, რომ არ იცი…

ლ.კ. მე კიდევ შენზე მგონია და კიდევ ბერვ რამეში არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ…

რ.კ. მგონია რომ მძინარე შემოგიყვანეს „ქართუ ოცნებაში“ და ბოლოს გამოიღვიძე…

ლ.კ. მე მგონია, რომ ძაან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ, ერთ ალიყურს მიიღებ მაგისთვის…

რ.კ. მომისმინე რა, შენი არავის ეშინია… მაგასაც ვნახავ, ვინ რას მიიღებს… შენი ბულინგის არავის ეშინია, ბულინგის სპეციალისტი თუ ხარ, აგვიხსენი ბოლოს და ბოლოს…შენ შეაშინე ვისაც შეშინებია ის….და დაწყნარდი თუ ძმა ხარ…მორჩი რა ამ რაღაც ბოდიალს და დემაგოგიას…

ლ.კ.   შენ ხარ უზრდელი და მაგისთვის მიიღებ. დემაგოგიც ხარ და მიიღებ მაგარ ალიყურს და ღირსიც იქნები. ცოტა მაინც შეინარჩუნე ღირსება ბოლოში…

ამ რეჟიმში წარიმართა დღევანდელი კომიტეტის სხდომა, სადაც კომიტეტი  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს უსმენდა.

მსგავსი თემები