,,გაქვთ რამდენიმე კვირა ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი”- ხაბეიშვილი ოთხ დეპუტატს მიმართავს

,,ვაგროვებთ მტკიცებულებებს თქვენ რუსულ კავშირებთან დაკავშირებით – გაქვთ რამდენიმე კვირა ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი,”- ასე მიმართა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბიზნესმენებს ვასილ ჩიგოგიძეს, ალექსანდრე დალაქიშვილს, ანტონ ობოლაშვილის და ისკო დასენს.

ხაბეიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს დატოვონ უმრავლესობა და უზრუნველყონ “ქართული ოცნების” უმრავლესობის დაშლა პარლამენტში.

,,მინდა მოვუწოდო “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრებს, ბიზნესმენებს, რომლებიც არიან პარლამენტში, ახლა მე დავასახელებ ოთხ მათგანს, თუმცა ეს არ არის ცხადია ვიწრო წრე, რომელი მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ, საუბარია ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეზე, ალექსანდრე დალაქიშვილზე, ანტონ ობოლაშვილზე და ისკო დასენზე, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს თქვენ რუსულ კავშირებთან დაკავშირებით, ასევე, სხვებთან დაკავშირებით, თუმცა დღეს მხოლოდ ამ ოთხით შემოვიფარგლებით, თქვენ გაქვთ რამდენიმე კვირა ჯერ კიდევ ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში ფაქტობრივად, დატოვოთ უმრავლესობა და უზრუნველყოთ “ქართული ოცნების” უმრავლესობის დაშლა პარლამენტში”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები