პროკურორი ამტკიცებს, რომ ვაკის საქმის ტრაგედიისთვის დაკავებულებმა ექსპერტიზა გააყალბეს

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის ნაწილში ბუნდოვანება არ არსებობს და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვაკის პარკის შადრევნის ექსპერტიზა გაყალბებულია, რაც 13 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

„პირველი ეპიზოდი ეხება ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას, რაშიც იგულისხმება 25 აგვისტოს ინსპექტირების ანგარიში, რომელშიც შეიტანეს ყალბი მონაცემები, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობა სამუშაო ნორმებთან და წესებთან. 26 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და კვლავ გაგრძელდა სამუშაოები, რომელიც 26 სექტემბერს მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მიერ იყო დაკვეთილი, ამ სამუშაოებზე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად მოხდა ის სამწუხარო ფაქტი, რაც მოხდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის ნაწილში გააჩნიათ ცოდნა, მაგრამ დასკვნაში ხარჯთაღრიცხვის გარდა ჩაწერეს, რომ სამუშაოები შესაბამისობაში იყო სამშენებლო ნორმებთან და წესებთან”, – აცხადებს პროკურორი.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და დაკავებულ 9 პირს პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი გოგონა კი გარდაიცვალა.

ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

 

მსგავსი თემები