უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევში სირენების ხმა დილის 06:26 საათიდან ჩაირთო.

ხარკოვში ხუთი წუთის განმავლობაში ორი აფეთქება განხორციელდა. მუშაობა შეაჩერა ხარკოვის მეტრომ. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებდნენ.

ყველაზე ბოლოს საჰაერო განგაში იმიერკარპატების ოლქის ტერიტორიაზე გამოცხადდა.

მსგავსი თემები