„ტყუილი, ტყუილი, ტყუილი“ – დეკანოზი პატრიარქის გადადგომის თემაზე

გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მორიგ სიცრუეს უწოდებს. როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, ეს არის ტყუილი, ტყუილი და ტყუილი.

„ვნახე, ტყუილებით სავსე სიუჟეტი იყო. შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომაზე, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. მღვდელმთავრები ზოგადად ამის წინააღმდეგ არიან, პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, განწყობაც შესაბამისია, პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს.

 

მსგავსი თემები